Georgian Packaging

კომპანია "ჯორჯიან ფექიჯინგი" დაარსდა 2016 წელს, სტამბა სეზანის მართველობითი გუნდის მიერ. პოლიგრაფიის ინდუსტრიაში დაგროვებული 20 წლიანი ცოდნის და გამოცდილების წყალობით, "ჯორჯიან ფექიჯინგი" იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ქაღალდის შესაფუთი მასალების სრული სპექტრით წარმოება საქართველოში.

მას შემდეგ, კომპანია უმთავრეს მიზნად ისახავს შესთავაზოს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ქაღალდითა და სხვა ნედლეულით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი. ხარისხის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ინფრასტრუქტურული დაგეგმარება და ყოველდღიური საწარმოო პრაქტიკა ინერგება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.



ტელეფონი
ელ. ფოსტა